a

პროდუქციის მიწოდების პოლიტიკა

  /  პროდუქციის მიწოდების პოლიტიკა

 

1 შეკვეთის მიწოდება

1.1. თუ მყიდველი საკონდიტრო “ნამცხვრები მაჩაბელზე” მომსახურების საშუალებით ითხოვს შეკვეთის მიწოდებას, შეკვეთა მიწოდებული იქნება იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მყიდველის მიერ namtskhvrebimachabelze.ge-ის ვებგვერდზე მომსახურებაში.

1.2. მყიდველი ვალდებულია შეეძლოს ზარების მიღება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მან მიუთითა საკონდიტრო “ნამცხვრები მაჩაბელზე” მომსახურებით სარგებლობაში. თუ მყიდველის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხდება დაკავშირება, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს საკონდიტრო “ნამცხვრები მაჩაბელზე” მიერ და მყიდველს შესაძლოა დაეკისროს შეკვეთის სრული ღირებულების გადახდა.

1.3. მყიდველს შეუძლია მიუთითოს, რომ შეკვეთის მიწოდება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად (მიწოდების სტანდარტული მეთოდი) ან წინასწარ შეუკვეთოს და მიუთითოს მიწოდების კონკრეტული დრო.

1.4. მიწოდების სტანდარტული მეთოდი: მყიდველი ვალდებულია იმყოფებოდეს შეკვეთაში მითითებულ მიწოდების მისამართზე შეკვეთის გაკეთებიდან იმ დრომდე, სანამ შეკვეთაში მითითებულ პროდუქციას ჩაიბარებს. თუ მყიდველი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ ადგილზე შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებიდან ხუთი წუთის განმავლობაში და მყიდველთან დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი კურიერის მიერ დაკავშირების ორი მცდელობის შემდეგ, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს საკონდიტრო “ნამცხვრები მაჩაბელზე” მიერ და მყიდველს შეიძლება დაეკისროს შეკვეთის სრული ღირებულების გადახდა.

1.5. წინასწარი შეკვეთის მიწოდება: იმისათვის, რომ მიიღოს შეკვეთა, მყიდველი უნდა იმყოფებოდეს მითითებულ მისამართზე დროის მონაკვეთში, რომელიც იწყება წინასწარი შეკვეთის მიწოდების დრომდე ათი წუთით ადრე და მთავრდება მიწოდების მომენტში.

2. მიწოდების დრო

2.1. შეძენილი პროდუქციის მიწოდების განხორციელების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება მყიდველს საკონდიტრო “ნამცხვრები მაჩაბელზე” მომსახურების საშუალებით არის მხოლოდ სავარაუდო დრო. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეკვეთა მიწოდებული იქნება განსაზღვრულ დროს. პროდუქციის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო საცობები, პიკის საათები და ამინდი.

0
    0
    თქვენი კალათა
      Calculate Shipping